სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „მესენჯერი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობს

02:20, 09.04.2021

სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „მესენჯერი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობს. პრობლემის შესახებ პლატფორმა დაუნდეტექტორზე მომხმარებლები წერენ.

ირკვევა, რომ მომხმარებლების 56%-თან ვებგვერდზე წვდომა საერთოდ შეუძლებელი იყო, 25%-ს აპლიკაციაში შესვლასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, 16%-თან კი, „ფეისბუქის“ სიახლეები არ იტვირთებოდა.

სოციალურ ქსელებზე წვდომა საქართველოშიც იყო შეფერხებული.

მსგავსი