სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი შემთხვევის ახალი ვიდეოები ვრცელდება
13:43, 16.03.2018
სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი შემთხვევის ახალი ვიდეო ვრცელდება.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.