შეფილდში (ინგლისი) დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში, რომლის გამარჯვებული სენსაციურად გახდა ბელგიელი ლუკა ბრესელი.
ფინალში მისი მეტოქე იყო მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მარკ სელბი. ბრესელმა მატჩი 18:15 მოიგო.
დავამატებთ, რომ მეოთხედფინალში ბრესელმა დაამარცხა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი რონი ო’სალივანი (13:10) და არ მისცა მას ტიტულის დაცვის საშუალება.
ბრესელი ისტორიაში მეოთხე არაბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონია. მანამდე ტიტულის მოგება შეძლეს: კანადელმა კლიფ ტორნბურმა, ირლანდიელმა კენი დოჰერტიმ და ავსტრალიელმა ნილ რობერტსონმა.