ჯად ტრამპმა კარიერაში მე-18 ტიტული მოიგო
ჯად ტრამპმა კარიერაში მე-18 ტიტული მოიგო

ინგლისელმა სნუკერისტმა ჯად ტრამპმა პროფესიული ტურის სარეიტინგო ტურნირზე – ინგლისის პირველობაზე ტიტული მოიპოვა. მან ფინალში ავსტრალიელი ნილ რობერტსონი დაამარცხა.

31 წლის ინგლისელისთვის ეს იყო კარიერაში მე-18 გამარჯვება. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა რობერტსონსა და მარკ სელბის. სნუკერის ისტორიაში უფრო მეტი ტიტული მარკ უილიამსს (22), სტივ დევისს (28), ჯონ ჰიგინსს (30), სტივენ ჰენდრისა (36) და რონი ო’სალივანს (37) აქვთ მოპოვებული.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ტრამპს ზედიზედ აქვს მოგებული 10 ფინალი. ბოლოს ის გადამწყვეტ მატჩში 2017 წელს, შანხაის მასტერსზე ო’სალივანთან დამარცხდა.