მინდა ადამიანებზე ვიზრუნო - რონი ო'სალივანი დახმარების ცენტრს გახსნის
მინდა ადამიანებზე ვიზრუნო - რონი ო'სალივანი დახმარების ცენტრს გახსნის

ლეგენდარული ბრიტანელი სნუკერისტი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რონი ო’სალივანი აპირებს ბიზნესში ჩაერთოს და ამ გზით დაეხმაროს ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს.

„ერთადერთი, რაშიც შეიძლება წარმატებული ვიყო – არის მუშაობა ადამიანებზე მზრუნველობის სფეროში. მე შემიძლია იმ ადამიანების თანაგრძნობა, რომლებიც რაღაცაზე დამოკიდებულები არიან, აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, აუტიზმი და ა. შ. 2000 წელს მე გავიარე კურსი სარეაბილიტაციო ცენტრში და ეს იყო ყველაზე დიდი შემოტრიალება ჩემს ცხოვრებაში. მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ეს მჭირდებოდა. ეს ნაბიჯები რომ არ გადამედგა, საზოგადოებაში რომ არ გამოვსულიყავი, სამკურნალო ცენტრისთვის რომ არ მიმემართა, შესაძლოა, ვერ მოვხვედრილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ.

არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ადამიანებს საფენებს გამოვუცვლი, მაგრამ მინდა მათთვის უსაფრთხო გარემო შევქმნა და გავაბედნიერო იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მცირედით დავიწყებთ – ერთი ადგილი, ექვსი ან შვიდი საწოლი. შესაძლოა, ეს იყოს ადგილი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებად სადღეღამისო მოვლა. როცა სნუკერის თამაშს დავასრულებ, მინდა დამრიგებლის ამპლუაში ვცადო ბედი. მინდა ვერკვეოდე ბიზნესში და ფსიქიურ ჯანმრთელობაში.

როცა ვუყურებ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ხანშიშესულთა თავშესაფარი, ვხვდები, რომ მათ, უბრალოდ, უნდათ ოთახი, სამჯერადი კვება, შენ კი მათ აძლევ სამუშაოს და ზრუნავ მათზე. მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უბრალოდ მინდა დაკავებული ვიყო ისეთი საქმით, სადაც ადამიანებზე შემეძლება ზრუნვა“, – განაცხადა რონიმ „გარდიანთან“ ინტერვიუში.

ო’სალივანმა სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო.

დატოვე კომენტარი