სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი მაყურებლების თანხლებით ჩატარდება
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი მაყურებლების თანხლებით ჩატარდება

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი იმ სატესტო ტურნირებს შორის მოხვდება, რომლებშიც ეტაპობრივად დააბრუნებენ ტრიბუნებზე მაყურებელს.

სნუკერის ჩემპიონატის გარდა, მსურველები შეძლებენ Glorious Goodwood-ის დოღების ფესტივალზე, აგრეთვე, კრიკეტში საგრაფოს ჩემპიონშიფის მატჩზე დასწრებას.

როგორც ირკვევა, შეფილდის კრუსიბლის თეატრში, სადაც ტრადიციულად იმართება სნუკერის მთავარი ტურნირი, დაშვებული იქნება მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა. სულ დარბაზი 1000 მაყურებელს იტევს.

სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი 31 ივლისიდან 16 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. ტიტულს იცავს რეიტინგის ლიდერი ჯად ტრამპი.