20 წლის ჩინელმა სნუკერში „მასტერსი“ მოიგო
20 წლის ჩინელმა სნუკერში „მასტერსი“ მოიგო

ჩინელმა იან ბინტაომ სნუკერის პროფესიული ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი – „მასტერსი“ მოიგო.

20 წლის ბინტაო 5:7-ს აგებდა ფინალს შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსის წინააღმდეგ, მაგრამ, საბოლოოდ, 10:8 გაიმარჯვა. ის გახდა „მასტერსის“ ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ლეგენდარული რონი ო’სალივანის (1995) შემდეგ.

„ის ფანტასტიკური იყო, დაუჯერებელი და მეტად მრავალფეროვანი თამაში აჩვენა. მქონდა შანსები და ის უნდა გამომეყენებინა – შემეძლო 6:3 წამეყვანა ანგარიში, შემდეგ 8:5. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მან დაიმსახურა გამარჯვება. ასეთ ასაკში „მასტერსის“ მოგება – ბრწყინვალე მიღწევაა“, – განაცხადა ფინალის შემდეგ 45 წლის ჰიგინსმა.

ბინტაო მეორე ჩინელია დინ ჯუნჰუს შემდეგ, ვინც „მასტერსზე“ მოგება შეძლო. დღეისთვის ის მსოფლიოს რეიტინგი მე-11 ადგილზე იმყოფება.