სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის გარკვეული სერვისების მიმწოდებელ პირებს გამჭვირვალე პირბადის გამოყენების ვალდებულება დაეკისრათ

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან სახის ფარი, ან ორივე ერთად.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №133 დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.

დადგენილების თანახმად, ცვლილება შედის „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც, მე-4 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ ემატება შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, კომუნიკაციის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან/და სახის ფარი (თუ შესაძლებელია უსაფრთხო დისტანციის დაცვა)“.