ირაკლი კობახიძე – მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება

12:49, 10.02.2026

მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე. რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამას მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, კონფერენციას თავად არ დაესწრება.

„მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე, მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე. რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამას მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი