სლოვენიის ყოფილი პრემიერი - ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით
საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-ის არმინიჭება 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, – ამის შესახებ სლოვენიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ „ტვიტერში“ დაწერა.
იანეზ იანშა წერს, რომ ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით
„სინამდვილეში, აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით. კარგად მახსოვს ეს დრამატული ღამე. ეს იყო 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, – წერს იანეზ იანშა.
იანეზ იანშა სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სამჯერ იკავებდა. 2004-2008 წლებში, 2012-2013 წლებში და 2020-2022 წლებში. მან ქვეყნის პრემიერის თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ ივნისს დატოვა.