სლოვენიის ყოფილი პრემიერი – ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით
საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-ის არმინიჭება 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, – ამის შესახებ სლოვენიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ „ტვიტერში“ დაწერა.
იანეზ იანშა წერს, რომ ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით
„სინამდვილეში, აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით. კარგად მახსოვს ეს დრამატული ღამე. ეს იყო 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, – წერს იანეზ იანშა.
იანეზ იანშა სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სამჯერ იკავებდა. 2004-2008 წლებში, 2012-2013 წლებში და 2020-2022 წლებში. მან ქვეყნის პრემიერის თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ ივნისს დატოვა.
Actually, the #US supported #MAPs for #Ukraine️ and #Georgia at Bucarest @NATO Summit 2008.
And all European members with the exception of #Germany and #France. I remember well this dramatic night.It was the biggest strategic mistake of the beginning of the 21st century. https://t.co/oPt3bkZnV3
— Janez Janša (@JJansaSDS) July 2, 2022