სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სლოვენია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს
სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სლოვენია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს

სლოვენია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში რუსეთის შეჭრის მე-16 წლისთავზე სლოვენია აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოჰყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართლის დაცვის შესახებ“, – აღნიშნულია სლოვენიის საგარეო უწყების განცხადებაში.