სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სლოვენია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს

12:42, 07.08.2024

სლოვენია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში რუსეთის შეჭრის მე-16 წლისთავზე სლოვენია აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოჰყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართლის დაცვის შესახებ“, – აღნიშნულია სლოვენიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი