სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ვთავაზობთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მოვუსმენთ მინისტრს, კიდევ რის გაკეთება არის შესაძლებელი
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ვთავაზობთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მოვუსმენთ მინისტრს, კიდევ რის გაკეთება არის შესაძლებელი

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტანია ფაიონის განცხადებით, ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვდებიან პარტნიორებს საქართველოდან, მოლდოვიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან უკრაინაში ომის შედეგები განიხილონ.

„ჩვენ შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც არიან რისკის წინაშე და არიან მოწყვლადი ქვეყნები, უკრაინაში ომის შედეგები განვიხილოთ. იცით, რომ სლოვენიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დასავლეთ ბალკანეთში სიტუაციას. ასე რომ, ჩვენ განსაკუთრებით განვიხილავთ ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ასევე, რეგიონის სხვა ქვეყნებში მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხს, რადგან დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ტანია ფაიონიმ.

ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, – რა შეთავაზება გაქვთ საქართველოსთვის, – ტანია ფაიონიმ განაცხადა, რომ საქართველოს სთავაზობენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ჩვენ დღეს უკვე ბევრს ვთავაზობთ საქართველოს. როგორც იცით, საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა. საქართველოს ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ განვიხილავთ ადგილზე არსებულ სიტუაციას და ვნახავთ, მოვუსმენთ მინისტრს, კიდევ რისი გაკეთება არის შესაძლებელი არსებულ სიტუაციაში, ზამთრის წინ, რეგიონში ახალი დაძაბულობის წინ. ასე რომ, ეს იქნება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია“, – განაცხადა ტანია ფაიონიმ.