სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ნაბიჯი ევროპისკენ
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ნაბიჯი ევროპისკენ

სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, რობერტ გოლობის განაცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არის ნაბიჯი წინ ევროპული მხარისკენ.

მისივე თქმით, საქართველომ გულმოდგინედ უნდა იმუშაოს რეფორმების შესასრულებლად.

„ეს ძალიან სიმბოლურია, ეს არის ნაბიჯი წინ ევროპული მხარისკენ, მაგრამ ახლა ეს თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენ უნდა იმუშაოთ გულმოდგინედ, ბევრი უნდა იმუშაოთ, რათა ყველა აუცილებელი რეფორმა შესრულდეს.

ვადები არ არის. ამიტომაც ვამბობ, რომ ხანდახან ძალიან დიდი დრო სჭირდება, ხან შეიძლება, უფრო სწრაფად წავიდეს. მჯერა გეოპოლიტიკური ვითარების, სადაც მოვლენები შეიძლება, უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ეს იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში. ასე რომ, ეს თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერმა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.