სლოვენიის მთავრობამ საერთაშორისო ფრენების განახლების გადაწყვეტილება მიიღო
სლოვენიის მთავრობამ საერთაშორისო ფრენების განახლება გადაწყვიტა. საერთაშორისო ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება ლუბლიანაში 17 მარტს მიიღეს. ამის მიზეზი კორონავირუსოს პანდემია იყო.
მთავრობის მიერ დღეს მიღებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული აკრძალვის შენარჩუნება მეტად საჭირო აღარ არის. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონულ აეროპორტებში უცხოეთიდან რეისები 12 ივნისამდე კვლავ შეზღუდული იქნება.
სლოვენიაში „კოვიდ-19“ სულ 1460 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 102 ადამიანი. ამჟამად საავდმყოფოში რჩება 42 ინფიცირებული, მათგან 10 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.