სლოვაკი ფერმერები პროტესტის ნიშნად ქვეყნის პარლამენტთან ტრაქტორებით მივიდნენ, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხდა
სლოვაკი ფერმერები პროტესტის ნიშნად ქვეყნის პარლამენტთან ტრაქტორებით მივიდნენ. საპროტესტო აქციის გამო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს სლოვაკეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.
მანამდე, ჩეხმა, სლოვაკმა და უნგრელმა ფერმერებმა ჩეხეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე საპროტესტო აქცია გამართეს. ფერმერები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში ევროკავშირისგან ბიუროკრატიისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ. მათი თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტი უნდა შეჩერდეს, რადგან ევროპელი ფერმერები უსამართლო კონკურენციის პირობებში იმყოფებიან და დიდ ზარალს განიცდიან. კერძოდ, საუბარია უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.