მედიის ცნობით, უნგრელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან აქცია გამართეს,  აქციის მონაწილეები უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადის კიდევ ერთი წლით შეჩერების საკითხს აპროტესტებენ
მედიის ცნობით, უნგრელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან აქცია გამართეს, აქციის მონაწილეები უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადის კიდევ ერთი წლით შეჩერების საკითხს აპროტესტებენ

უნგრელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან საპროტესტო აქცია გამართეს. უნგრეთ-უკრაინის საზღვართან ტრაქტორები და სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა განლაგებული.

აქცია უნგრეთის ფერმერთა გაერთიანებების, ფერმერთა ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული პალატის ორგანიზებით იმართება. ისინი არ იზიარებენ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადის კიდევ ერთი წლით შეჩერებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინა გენმოდიფიცირებული პროდუქტების ექსპორტს ახორციელებს.

უნგრელი ფერმერები აცხადებენ, რომ „უკრაინას შეუძლია, გაანადგუროს ევროპული სოფლის მეურნეობა“ და უკრაინული საქონლის ექსპორტმა, შესაძლოა, ევროკავშირში სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიები გააკოტროს.

ამასთან, ფერმერების თქმით, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან, რის გამოც სურსათის იმპორტის შეზღუდვას მოითხოვენ.