სლოვაკეთმა ორი ახალი ავიაგამანადგურებელი F-16 მიიღო, ქვეყნისთვის დანარჩენი 12-ის გადაცემა 2025 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს
სლოვაკეთმა ორი ახალი ავიაგამანადგურებელი F-16 მიიღო, ქვეყნისთვის დანარჩენი 12-ის გადაცემა 2025 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს

სლოვაკეთმა F-16-ის ტიპის ორი ახალი ავიაგამანადგურებელი მიიღო. ქვეყანამ სულ 14 ასეთი თვითმფრინავი უნდა მიიღოს, რომლებიც უკრაინისთვის გადაცემულ რუსული წარმოების თვითმფრინავებს ჩაანაცვლებენ.

დანარჩენი 12 ერთეული სლოვაკეთს მომავალი წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს.

1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების 14 ავიაგამანადგურებლის შეძენის შესახებ შეთანხმებას სლოვაკეთმა 2018 წელს მოაწერა ხელი. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო პირველი პარტია ქვეყანამ ერთი წლის დაგვიანებით მიიღო.

სლოვაკეთმა უკრაინას MIG-29-ის ტიპის თვითმფრინავები გადასცა, რომლებსაც ვერ იყენებდა სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალისტების ნაკლებობის გამო.

სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში გასული წლის ბოლოს მოვიდა, უკრაინის სამხედრო დახმარება შეწყვიტა და კიევისთვის MIG-19-ების გადაცემის საკითხზე წინა ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიება დაწყება სურს.