სლოვაკეთმა ორი ახალი ავიაგამანადგურებელი F-16 მიიღო, ქვეყნისთვის დანარჩენი 12-ის გადაცემა 2025 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს
An F-16 lands, on the day of a handover ceremony for two F-16s arriving from the United States to Malacky-Kuchyna Air Base, two of the fourteen fighter jets planned to arrive in the country under a deal signed in 2018 to replace its Russian-made MiG-29 jets, in Malacky, Slovakia, July 22, 2024. REUTERS/Radovan Stoklasa
სლოვაკეთმა F-16-ის ტიპის ორი ახალი ავიაგამანადგურებელი მიიღო. ქვეყანამ სულ 14 ასეთი თვითმფრინავი უნდა მიიღოს, რომლებიც უკრაინისთვის გადაცემულ რუსული წარმოების თვითმფრინავებს ჩაანაცვლებენ.
დანარჩენი 12 ერთეული სლოვაკეთს მომავალი წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს.
1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების 14 ავიაგამანადგურებლის შეძენის შესახებ შეთანხმებას სლოვაკეთმა 2018 წელს მოაწერა ხელი. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო პირველი პარტია ქვეყანამ ერთი წლის დაგვიანებით მიიღო.
სლოვაკეთმა უკრაინას MIG-29-ის ტიპის თვითმფრინავები გადასცა, რომლებსაც ვერ იყენებდა სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალისტების ნაკლებობის გამო.
სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში გასული წლის ბოლოს მოვიდა, უკრაინის სამხედრო დახმარება შეწყვიტა და კიევისთვის MIG-19-ების გადაცემის საკითხზე წინა ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიება დაწყება სურს.