„სლავიანსკი ბულვარის“გადასასვლელში შევარდნილი ავტობუსის მძღოლის თქმით, სატერფულები ერთმანეთში აერია
მოსკოვში, მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდნილი ავტობუსის მძღოლის განცხადებით, მუხრუჭისა და სვლის სატერფული ერთმანეთში აერია.
ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია REN TV-ი ავრცელებს.
ავტობუსის მძღოლი ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც მძღოლი ყვება, ავტობუსის სხვა ადგილას გაჩერება სურდა.
წინასწარი ცნობით, ავარიის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 12-ს აღწევს.
მანამდე პოლიციაში განაცხადეს, რომ მძღოლი წინასწარი განზრახვით არ მოქმედებდა.