მოსკოვში სამგზავრო ავტობუსი მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა

17:00, 25.12.2017

მოსკოვში სამგზავრო ავტობუსი მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი, ხოლო დაშავდა 15-მდე ადამიანი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე ადამიანს დაეჯახა და მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე შევარდა. შემთხვევის ადგილზე მივიდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
გამომძიებლებმა ტერაქტის ვერსია გამორიცხეს. რუსული მედიის ინფორმაციით, სპეციალისტები მომხდარის ორ ვერსიას განიხილავენ – მუხრუჭის გაუმართაობასა და სხვა მანქანის მიერ შექმნილ საავარიო სიტუაციას. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.

სამგზავრო ავტობუსი სკოლკოვოში მიემგზავრებოდა.

https://www.youtube.com/watch?v=K0Pbj0XhBeI

მსგავსი