„სლავიანსკი ბულვარის“გადასასვლელში შევარდნილი ავტობუსის მძღოლის თქმით, სატერფულები ერთმანეთში აერია

18:13, 25.12.2017

მოსკოვში, მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდნილი ავტობუსის  მძღოლის განცხადებით, მუხრუჭისა და სვლის სატერფული ერთმანეთში აერია.

ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია REN TV-ი ავრცელებს.

ავტობუსის მძღოლი ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც მძღოლი ყვება,  ავტობუსის სხვა ადგილას გაჩერება სურდა.

წინასწარი ცნობით, ავარიის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 12-ს აღწევს.

მანამდე პოლიციაში განაცხადეს, რომ მძღოლი წინასწარი განზრახვით არ მოქმედებდა.

მსგავსი