სკოლის მე-11 კლასელები წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ
სკოლის მე-11 კლასელები წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ

წელს გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელთათვის მოიხსნება, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. მე-11 კლასში გამოცდები იხსნება, რადგან მომავალში ასეთი ტიპის გამოცდა ამ საფეხურზე აღარ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც წინა წელს ჩაიჭრა, ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მათ ისევ ექნებათ უფლება, გამოვიდნენ გამოცდაზე, თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ და ბედს კიდევ ერთხელ ცდიან“,- განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან მოიხსნება.