ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შედეგები 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

„დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.