„სითი პარკთან“ სასამართლო დავაში თბილისის მერია საერთაშორისო დონის კომპანიას დაიქირავებს
„სითი პარკთან“ სასამართლო დავაში თბილისის მერია საერთაშორისო დონის კომპანიას დაიქირავებს

ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ მოლაპარაკების გზით ავარჩიოთ კომპანია. საერთაშორისო არბიტრაჟზე ჯერ საუბარი არ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე, თუ ვინ გაუწევს „სითი პარკს“ იურიდიულ მომსახურებას საერთაშორისო დავაზე.

„ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ მოლაპარაკების გზით ავარჩიოთ კომპანია. საერთაშორისო არბიტრაჟზე ჯერ საუბარი არ არის. რადგან „სითი პარკმა“ აიყვანა იურიდიული კომპანია, ამიტომ ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება, რომ ჩვენც გვყავდეს საერთაშორისო დონის კომპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია „სითი პარკს“. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.
10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.