თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინსპექტორები ჯარიმების გამოწერას დღეიდან დაიწყებენ 
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინსპექტორები ჯარიმების გამოწერას დღეიდან დაიწყებენ 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინსპექტორები ჯარიმების გამოწერას დღეს 12:00 საათის შემდეგ დაიწყებენ. ამის შესახებ პირველ არხს სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

მათი განცხადებით, 12:00 საათისთვის დასრულდება აქტიური საშვების მქონე ავტომობილების მონაცემების სპეციალურ სისტემაში შეტანა და ამის შემდეგ მიეცემათ ინსპექტორებს საშუალება, დაიწყონ ჯარიმების გამოწერა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღის ამავე მონაკვეთიდან, მოქალაქეებს, რომლებსაც პარკინგის საფასური ჯერ არ აქვთ გადახდილი, შეეძლებათ საშვების შეძენა. ეს ფუნქცია გააქტიურებული იქნება საიტზე tp.ge-ზე, მომხმარებელს ასევე ექნება შესაძლებლობა, ამ მიზნით გადახდის აპარატებითა და საბანკო გადარიცხვებით ისარგებლოს. 10 აპრილამდე გამოწერილი ჯარიმების გადახდა შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ „სითი პარკის“ ფუნქცია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 10 აპრილიდან გადაიბარა, თუმცა აქტიური ოპერირება დღეიდან დაიწყება.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის ინფორმაციით, მათ „სითი პარკიდან“ 102 თანამშრომელი მიიღო, მათგან 76 ინსპექტორია, 10 ევაკუატორის მძღოლი.

დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა უბანზე ინსპექტირებას ყოველდღიურად 40 თანამშრომელი განახორციელებს.