სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს შეეძლება, უფასო იურიდიული დახმარების უფლებით ისარგებლოს
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეეძლება, უფასო იურიდიული დახმარების უფლებით ისარგებლოს.
შესაბამისი ცვლილებები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.
პროექტის მიხედვით, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაწყებამდე, არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს და მის კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს უნდა განემარტოთ უფასო იურიდიული დახმარების უფლების შესახებ, რომლით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი შეადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით დაადასტურებს ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარი არ გამორიცხავს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფლებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.