სირიის ოპოზიცია - ბაშარ ალ-ასადმა ​დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს
სირიის ოპოზიცია - ბაშარ ალ-ასადმა ​დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს

სირიის მთავარი ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბაშარ ალ-ასადმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

140-ზე მეტი სირიელი პოლიტიკოსის ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა ასევე ითხოვს, ირანის სამხედრო წარმომადგენლობამ დატოვოს სირიის ტერიტორია.

მათი განცხადებით, ცვლილებები წარმოუდგენელია, თუ ასადი დათმობაზე არ წავა და არ გამოაცხადებს შუალედურ პერიოდს მოლაპარაკებებისთვის.

სირიის ოპოზიციური ძალები გაეროს სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შეიკრიბნენ იმ ფონზე, რაც რუსულმა სამხედრო ინტერვენციამ და ოფიციალური მოსკოვის როლმა სირიაში მკვეთრად გაამყარა ასადის პოზიციები.

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა 50 წევრი შეარჩიეს გაეროს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩასართველად და განაცხადეს, რომ საერთო შეხედულებები აქვთ და მზად არიან სირიის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ.