საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სირიის სამხრეთით, ღამის განმავლობაში სამი სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს.
ინფორმაციას The Washington Post- ი ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, საავადმყოფოები იორდანიის საზღვრიდან დაბომბეს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სირიის არმიამ ლაჰის რაიონზე კონტროლი დაამყარა.