სირიაში სამი სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს

17:20, 27.06.2018

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სირიის სამხრეთით, ღამის განმავლობაში სამი სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს.

ინფორმაციას The Washington Post- ი ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, საავადმყოფოები იორდანიის საზღვრიდან დაბომბეს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სირიის არმიამ ლაჰის რაიონზე კონტროლი დაამყარა.

მსგავსი