სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჯეიშ ალ-ისლამმა“ აიღო
სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჯეიშ ალ-ისლამმა“ აიღო

სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჯეიშ ალ-ისლამმა“ აიღო.

რადიკალური ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ როდესაც თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და მიწას 100 მეტრზე მიუახლოვდა, ტყვიამფრქვევებით გაუხსნეს ცეცხლი.

„ჯეიშ ალ-ისლამი“ თვითფრინავის ჩამოგდებას აღმოსავლეთ ღუტაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკავშირებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა გახდა.

An-26 ტიპის რუსული სატვირთო თვიმფრინავი სირიაში 6 მარტს, „ხმეიმიმის“ რუსული ავიაბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა.