სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფისას 32 ადამიანი დაიღუპა
სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფისას 32 ადამიანი დაიღუპა

სირიაში „ხმეიმიმის“ სამხედრო ბაზასთან რუსული სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფისას 32 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, An-26-ის ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ხმეიმიმის“ სამხედრო ბაზაზე დაჯდომის დროს ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 500 მეტრის მოშორებით დაეცა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 26 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა გახდა.