რუსეთის კამჩატკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 3 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

11:20, 02.09.2024

რუსეთის კამჩატკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ყველა ცხედარი იპოვეს.

რეგიონში 3 სექტემბერს გლოვის დღეა გამოცხადებული.

„მი-8“ ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ავიაკომპანია „ვიტიაზ-აეროს“ ეკუთვნოდა, 31 აგვისტოს რადარებიდან გაუჩინარდა. ვერტმფრენის ნამტვრევები პირველ სექტემბერს მთიან რაიონში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის ადგილი სახმელეთო ტექნიკით მიუწვდომელი იყო, რის გამოც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობდა.

მსგავსი