სირიაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებული 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საქმე ეხება მოქალაქეებს, რომლებმაც 2020 წელს ლატაკიის პროვინციაში განზრახ გააჩინეს ცეცხლი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ტყეებში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილებს ბრალად „ტერორიზმი“ დასდეს. ამავე საქმეზე კიდევ 11 პირი დააკავეს. მათ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
უფლებადამცველები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ზოგიერთი ადამიანი სიკვდილით გასამართლების გარეშე დასაჯეს.