სირიის პროვინცია იდლიბზე ავიაიერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა” ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, ცაში სირიის შეირაღებული ძალებისა და რუსეთის თვითმფრინავები შენიშნეს.
როგრც სირიელი უფლებადამცველები აცხადებენ, რუსულმა და სირიის ავიაციამ ერთობლივად დაბომბეს მეამბოხეთა პოზიციები. მათ შორის იდლიბის დასავლეთ ნაწილში, ასევ ლატაკიის მთიან რეგიონშიც.
შეგახსნებთ, სამ სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა სირიას, რუსეთსა და ირანს მოუწოდა, თავი შეიკავონ იდლიბზე თავდასხმისგან. თუმცა, კრემლში განაცხადეს, რომ იდლიბში გამაგრებული ტერორისტები სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნიან.