ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-ის საჰაერო თავდასხმებმა დაარღვია ერაყისა და სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-ის საჰაერო თავდასხმებმა დაარღვია ერაყისა და სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება

აშშ-ის საჰაერო თავდასხმებმა დაარღვია ერაყისა და სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ამერიკის მუდმივი ავანტიურიზმი დასავლეთ აზიაში საფრთხეს შეუქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამ რეგიონში.

ნასერ ყანაანის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო თავდასხმები ერაყში, სირიასა და იემენში მიზნად ისახავს სიონისტური რეჟიმის მიზნების შესრულებას, რადგან თავდასხმები გაზრდის აშშ-ის ჩართულობას რეგიონში და დაჩრდილავს ისრაელის რეჟიმის დანაშაულებს ღაზაში.

„როგორც ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ადრე განაცხადა, რეგიონში მიმდინარე კრიზისის ძირეული მიზეზებია ისრაელის მიერ პალესტინის მიწის ოკუპაცია და ხალხის გენოციდი აშშ-ის შეუზღუდავი მხარდაჭერის ფონზე. სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც კრიზისის ძირეული მიზეზები მოგვარდება“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.