მედიის ცნობით, იერუსალიმსა და თელ ავივში სარაკეტო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალის ხმა გაისმა
მედიის ცნობით, იერუსალიმსა და თელ ავივში სარაკეტო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალის ხმა გაისმა

სარაკეტო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალის ხმა გაისმა იერუსალიმსა და თელ ავივში. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერორისტები შორი მანძილის რაკეტებს უშვებენ ისრაელის ქალაქების მიმართულებით.

ამ დროისთვის ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სარაკეტო თავდასხმის პარალელურად, ქნესეთში სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა აღნიშნული მდგომარეობის გამო დეპუტატები და სესიის სხვა დამსწრეებში თავშესაფრებში არიან გადაყვანილები.