ბოლნისის „სიონი“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება – თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებმა პირველი ამხანაგური მატჩი ლიგა 2-ის ქობულეთის „შუქურასთან“ გამართეს.
შეხვედრა თბილისში, მუხიანის სარაგბო კომპლექსში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბოლნისელები დავით კირკიტაძემ დააწინაურა, თუმცა მალევე ანგარიში ქობულეთელთა მცველმა, გიორგი კურმაშვილმა გაათანაბრა.
თემურ შალამბერიძემ ორი შემადგენლობა გამოსცადა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად, ახალგაზრდებიც ათამაშა
„სიონი“ (1 ტაიმი) – ისიანი, აფაქიძე, უგრეხელიძე, ძოძუაშვილი, საგანელიძე, ქიქავა, ხმალაძე, კირკიტაძე, ჯავახიშვილი, რაჟამაშვილი, მაქაცარია;
„სიონი“ (2 ტაიმი) – ისიანი, ხვადაგიანი, ხეცურიანი, ტვილდიანი, სუხიაშვილი, სიხარულია, თარხნიშვილი, მესხი, ბარამიძე, ისიანი, მანაგაძე;
ბოლნისელთა ოფიციალური გვერდის ცნობით, „სიონი“ მეორე ამხანაგურ შეხვედრას „რუსთავთან“ გამართავს.