„სიონმა“ პირველი ამხნაგური გამართა
„სიონმა“ პირველი ამხნაგური გამართა

ბოლნისის „სიონი“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება – თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებმა პირველი ამხანაგური მატჩი ლიგა 2-ის ქობულეთის „შუქურასთან“ გამართეს.

შეხვედრა თბილისში, მუხიანის სარაგბო კომპლექსში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბოლნისელები დავით კირკიტაძემ დააწინაურა, თუმცა მალევე ანგარიში ქობულეთელთა მცველმა, გიორგი კურმაშვილმა გაათანაბრა.

თემურ შალამბერიძემ ორი შემადგენლობა გამოსცადა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად, ახალგაზრდებიც ათამაშა

„სიონი“ (1 ტაიმი) – ისიანი, აფაქიძე, უგრეხელიძე, ძოძუაშვილი, საგანელიძე, ქიქავა, ხმალაძე, კირკიტაძე, ჯავახიშვილი, რაჟამაშვილი, მაქაცარია;

„სიონი“ (2 ტაიმი) – ისიანი, ხვადაგიანი, ხეცურიანი, ტვილდიანი, სუხიაშვილი, სიხარულია, თარხნიშვილი, მესხი, ბარამიძე, ისიანი, მანაგაძე;

ბოლნისელთა ოფიციალური გვერდის ცნობით, „სიონი“ მეორე ამხანაგურ შეხვედრას „რუსთავთან“ გამართავს.