„სიონი“ გიორგი დევდარიანმა დატოვა - გუნდს გაგა კირკიტაძე გაწვრთნის #1TVSPORT
ბოლნისის „სიონს“ ახალგაზრდა სპეციალისტი გაგა კირკიტაძე გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა „სიონის“ დატოვების გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო. 51 წლის სპეციალისტმა გუნდი მარტში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „სიონმა“ 13 შეხვედრა ჩაატარა, 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 3 წააგო.
ეროვნული ლიგის განახლებამდე „სიონი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში 20 ივლისს, ბოლნისში „სამგურალს“ შეხვდება – მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.