სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

„6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.