სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 ივნისიდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 ივნისიდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო 26 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.