„სიენენის“ ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გამო ჩრდილოეთ კორეა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს
ახალი კორონავირუსის გამო ჩრდილოეთ კორეა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვით ხელისუფლება ცდილობს, ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსისგან მოსახლეობა დაიცვას .
ყოველწლიურად რამდენი ტურისტი სტუმრობს ჩრდილოეთ კორეას უცნობია. როგორც ჩინური მედია იუწყება, ყოველწლიურად ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 100 000 ადამიანი ჩადის, მათგან 80 პროცენტი ჩინელია.