„სიენენის“ ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გამო ჩრდილოეთ კორეა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

17:25, 22.01.2020

ახალი კორონავირუსის გამო ჩრდილოეთ კორეა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვით ხელისუფლება ცდილობს, ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსისგან მოსახლეობა დაიცვას .

ყოველწლიურად რამდენი ტურისტი სტუმრობს ჩრდილოეთ კორეას უცნობია. როგორც ჩინური მედია იუწყება, ყოველწლიურად ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 100 000 ადამიანი ჩადის, მათგან 80 პროცენტი ჩინელია.

მსგავსი