„სიენენის“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა დაადასტურეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა
„სიენენის“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა დაადასტურეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა

„სიენენის“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა დაადასტურეს.

თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა მცირეწლოვანი.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა ტერორისტულ ობიექტს“, – განუცხადა „სიენენს“ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა. მან დარტყმის მიზნებთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.