„სიენენი“ - „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებაზე კატარის ხელმძღვანლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესია“, თუმცა კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები
„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატარის ხელმძღვანლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში არის „მნიშვნელოვანი პროგრესი“, თუმცა ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს გარღვევა. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ იმედიანად ვრჩებით“, – ციტირებს „სიენენი“ თავის წყაროს.
მედიასაშუალების ცნობით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბარბარა ლიფი კატარის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად დოჰაში იმყოფება.