„სიენენი“ - აშშ-ში 17 დეკემბერს 114 237 კოვიდინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო
„სიენენი“ - აშშ-ში 17 დეკემბერს 114 237 კოვიდინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, 17 დეკემბერს საჭირო გახდა 114 237 კოვიდინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ზედიზედ მე-16 დღეა, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების ყოველდღიური მაჩვენებელი 100 ათასს აღემატება.

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 17 მილიონს აღემატება. 310 ათასზე მეტი პაციენტისთვის „კოვიდ-19“ სასიკვდილო აღმოჩნდა.