სიდნეის უნივერსიტეტი - ხანძრების შედეგად სულ მცირე 480 მილიონი ცხოველი დაიღუპა
ავსტრალიაში ვეტერინარებმა და მაშველებმა ხანძრების შედეგად დაშავებული ცხოველების ძებნა დაიწყეს. როგორც სიდნეის უნივერსიტეტში აცხადებენ, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ტყეებში ხანძრების შედეგად, სულ მცირე 480 მილიონი ცხოველი დაიღუპა.
ავსტრალიის სახანძრო სამსახურებმა ვეტერინარებსა და მაშველებს დღეიდან ნებართვა მისცეს, ვიქტორიას შტატში დაშავებული ცხოველების სამძებრო ოპერაცია დაეწყოთ.
„ახლა ჩვენ დაზარალებულ რეგიონებში ექიმებისა და მედიკამენტების მიწოდებაზე ვართ ფოკუსირებულები“, – განაცხადეს ვიქტორიას შტატის ეროვნული პარკების სამმართველოში.
მოგვიანებით, ანალოგიური სამაშველო ოპერაციის ჩატარება იგეგმება სხვა დაზარალებულ რეგიონებში.