სიცილიაზე გარდაცვლილი მოქალაქის ბინის გაქურდვაში ეჭვმიტანილი ქართველი და რუსი დააკავეს
იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე გარდაცვლილი მოქალაქის ბინის გაქურდვაში ეჭვმიტანილი ქართველი და რუსი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, დაპატიმრებულების ასაკის 35 და 38 წელია.
სამართალდამცავებს ქალაქ კატანიაში, ერთ-ერთ ბინაში უცნობი პირების შეღწევის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს, რომლებმაც ხმაური გაიგონეს.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დააკავეს მძარცველები. ისინი სეიფის გახსნას ცდილობდნენ. ბოროტმოქმედებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ბინის კარი ჩაუკეტეს.
პოლიციელებს კარის შემტვრევა მოუწიათ. დამნაშავეები სამართალდამცავებთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.
ჩხრეკის დროს მათ აღმოაჩნდათ 1400 ევრო და მოპარული ძვირფასეულობა.